ზაქარია ქუცნაშვილი ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვებაზე: პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო აგვისტოს თვეში

15:22 01-03-2019
180

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული.

ეკა ბესელია არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და ყველამ მოვითხოვეთ, რომ მისი თანდასწრებით განვიხილოთ ეს საკითხები. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო აგვისტოს თვეში, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დღეს, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ შეხვედრა გამართა. სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ფრაქციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძე გაიწვია. მიზეზად კი გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელეს. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის დანიშვნის საკითხი გუნდში არ იყო შეთანხმებული და მისი დანიშვნა პროცედურული დარღვევით მოხდა.

დატოვებს თუ არა ფრაქციას ფოფხაძე, მისივე ინფორმაციით, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს.

ავტორი: