იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილიც განიხილება- აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
როგორც მან ჟურნალისტებს ფრაქციის სხდომის შემდეგ განუცხადა, გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს, ხოლო პირველი მოადგილის წარდგენის შესაძლებლობა კი, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს.
„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მაგრამ წინასწარ ამაზე საუბარი არ შეიძლება, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა“, – განაცხადა მდინრაძემ.
რაც შეეხება კითხვას ვანო ზარდიაშვილის შესახებ, მდინარაძის თქმით, ზარდიაშვილი კომიტეტის წევრია და მისი ინფორმაციით, სამომავლოდ, ამ თანამდებობაზე პრეტენზიის გამოთქმას არ აპირებს.
„ვანო ზარდიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია. მან პირველი მოადგილისთანამდებობიდან წასვლაზე დაწერა განცხადება და მე როგორც ვიცი, არ აპირებს მომავალში ამ პოზიციაზე რამე პრეტენზია განაცხადოს“, – განაცხადა მდინარაძემ.