რიკი მარტინი მესამე შვილის მამა გახდა - "სიხარულით გაცნობებთ, რომ მე და ჯოვანი, ლამაზი და ჯანმრთელი ქალიშვილის მშობლები გავხდით" (ფოტო)

17:09 01-03-2019
2207

პუერტო-რიკოელი მომღერალი რიკი მარტინი და შვედი მხატვარი, ჯოვან იოსეფი, რომლების გასული წლის იანვარში დაქორწინდნენ, მშობლები გახდნენ. წყვილს, 2 იანვარს, ქალიშვილი, ლუსია მარტინ-იოსეფი შეეძინათ. 

მომღერალმა, ინსტაგრამის საშუალებით, ახალშობილის პირველი ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა:  

სიხარულით გაცნობებთ, რომ ლამაზი და ჯანმრთელი ქალიშვილის მშობლები გავხდით, რომელსაც ლუსია მარტინ-იოსეფი დავარქვით.  ეს იყო, უნიკალური დაბადების დღე და საშობაო დღესასწაული ჩვენს ცხოვრებაში. მე, მისი ძმები და ჯოვანი, უაღრესად  გახარებულები ვართ, რომ 2019 წელს, ახალ ცხოვრებას, ასეთი ბრწყინვალე საჩუქრით ვიწყებთ - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ წყვილისთვის გოგონა, პირველი საერთო შვილია. რიკი, ორი ვაჟის მამა, რომლებიც მომღერალს 2008 წელს, სუროგატმა დედამ გაუჩინა.

ლათინური პოპ-მუსიკის მეფემ, მისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია, 2010 წელს, თავად გაავრცელა. 2016 წელს კი, რიკიმ და ჯოვანმა, მათი ურთიერთობის შესახებ, ხმამაღალი განცხადება გააკეთეს. ამავე წელს, მამაკაცები დაიშნენ, ხოლო 2018 წლის იანვარში, იქორწინეს.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე