საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით ჭიჭინაძე საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ დატოვებს - ამის შესახებ ჭიჭინაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.
"თავიდანვე დროებით შევედი. მაშინ მხარი დავუჭირე, რადგან, ის ინიციატივა, რომელიც ფრაქციას ჰქონდა წარმოდგენილი, დაშლის შემთხვევაში ვარდებოდა. ამიტომ მთხოვეს და საგაზაფხულო სესიამდე დავრჩი. დამთავრდა საშემოდგომო სესია და საგაზაფხულოზე გავალ. ვაპირებდი დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობას და ასე გავაგრძელებ" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ჭიჭინაძემ.