ჯინიან თამაშს დაემსგავსა... ძველ გვარდიას მოვუწოდებ... - დავით ჭიჭინაძე ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომას აფასებს

17:22 01-03-2019
835

ძველ გვარდიას მოვუწოდებ, იყოს ის ხალხი, ვინც ოცნებაში იყო - ასე ეხმაურება დავით ჭიჭინაძე დღევანდელ ფრაქცია ქართული ოცნების სხდომას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ჩანერგილები ოცნების იმიჯს ლახავენ, რაც კარგად არ დასრულდება. 

ჯინიან თამაშს დაემსგავსა. ადამიანები თანამდებობის გულისთვის ყველაფერს ანგრევენ, თუ რამე შეიძლებოდა დაენგრიათ. არ მგონია ამან ვინმეს სიკეთე მოუტანოს. მოსამართლეების გამო ებრძვიან ეკა ბესელიას. დატოვებენ თუ არა ფრაქციას ეკა ბესელია და გედი ფოფხაძე, რატომ ვიმარჩიელო, უბრალოდ გარედან ცუდად ჩანს. ზოგიერთმა ადამიანმა რაღაც-რაღაცეებს მეტად უნდა გაუწიოს ანგარიში. ძველ გვარდიას მოვუწოდებ, იყოს ის ხალხი, ვინც ოცნებაში იყო. ჩანერგილების გამარჯვებით თუ დამთავრდა ეს ყველაფერი, არ მგონია კარგად დამთავრდეს ეს ყველაფერი - განუცხადა პრაიმტაიმს ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა.

დღეს, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ შეხვედრა გამართა. სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ფრაქციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძე გაიწვია. მიზეზად კი გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელეს. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის დანიშვნის საკითხი გუნდში არ იყო შეთანხმებული და მისი დანიშვნა პროცედურული დარღვევით მოხდა.

დატოვებს თუ არა ფრაქციას ფოფხაძე, მისივე ინფორმაციით, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს.

ფრაქციის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელიას საკითხზე დღეს არ უსაუბრიათ, რადგან მიიჩნევენ, რომ ბესელია, რომელიც ახლა სამსახურებრივი მივლინებით ქვეყნიდან გასულია, თავადაც უნდა დაესწროს მის შესახებ მსჯელობას. 

ავტორი: