"ნამდვილი ახალი წელი, ამ სახლშიც დადგა - ბავშვები, არასდროს აღარ მოძებნიან საჭმელს ურნაში" - აკა სინჯიკაშვილი

12:23 01-04-2019
8534

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, თბილისში, ნაგვის ბუნკერთან აღმოჩენილ ბავშვების შესახებ, რომლებიც ახალი წლის დღეებში, სანაგვე ურნაში იქექებოდნენ და საჭმელს და ტანსაცმელს ეძებდნენ, სოციალურ ქსელში, მეტად სასიხარულო პოსტს ავრცელებს: 

გუშინწინ, ურნასთან ნაპოვნი ბავშვები, დღეს თბილისიდან, სახლში დაბრუნდნენ. დედაც მათთანაა და ბებოც. ნამდვილი ახალი წელი, ამ სახლშიც დადგა. ბავშვებს, უკვე აქვთ ბევრი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამი თვის საჭმელი, ახალი მაცივარი, ტელევიზორი, გაზქურა, წვრილი ტექნიკა, ექნებათ ზაფხულამდე სამყოფი შეშა, ზაფხულამდე გადავუხადეთ გადასახადები, ეზოში ექნებათ წყალი, რომელიც არასდროს ჰქონიათ. და რაც ყველაზე ძალიან გაეხარდათ, არის სათამაშოები, რომელიც ბევრ ბავშვს შეხვდა სოფელში. დანარჩენი ტანსაცმელი და ნივთები, ქარელის სოციალურ სამსახურში მივიტანეთ და სხვა სოციალურად დაუცველებს გაუნაწილებენ. ოჯახი, დღეს ინახულეს გამგეობისა და სოციალურის თანამშრომლებმა და ყურადღებას მიაქცევენ, რისთვისაც მადლობა. ბავშვები, არასდროს აღარ მოძებნიან საჭმელს ურნაში და თქვენ ყველას, უამრავი მადლობა ამისთვის. #სიკეთეგადამდებია“- წერს სინჯიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1 იანვარს, აკა სინჯიკაშვილმა ბავშვები, ნაგვის ურნასთან იპოვნა და სოციალირ ქსელის საშუალებით, საზოგადოებას თხოვნით მიმართა::

ბოდიშს ვიხდი, დღესასწაულია, მაგრამ ობლები ვიპოვეთ წეღან სანაგვეზე. საჭმელს და ტანსაცმელს ეძებდნენ. 1 იანვარს გესმით? და - ძმა სანაგვეზე ეძებდნენ საჭმელს :// ბავშვები ქარელის რაიონიდან არიან, კიდევ ერთი ძმა ჰყავთ და ბებო ზრდის იქ. მამამ თავი მოიკლა, დედა ჰყავთ აქ, მუშაობს, მაგრამ ხელფასი კაპიკები აქვს. ბავშვებს, ხვალვე წავიყვანთ ბებოსთან ერთად ქარელში და აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. არაფერი არ აქვთ, არც შეშა, არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, საერთოდ არაფერი, სოციალური დახმარებით არსებობენ: ვერაფრით ვერ გადავდებთ ამ ამბავს და ხვალ 2 იანვარს, დღის 12 საათიდან დღის 3 საათამდე, ნახალოვკაში, ქარვასლა- ს წინ, ავტოსადგომზე იდგება დიდი მანქანა და შევაგროვებთ ყველაფერს, რაც გგონიათ რომ გამოადგებათ. ბევრი თუ მოგროვდა, სხვებსაც გავუნაწილებთ რაიონში. აბა ჩვენ ვიცით, ობლებს ნამდვილი ახალი წელი შეგვიძლია გავუთენოთ.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე - ანგარიშის ნომერი: 

საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ფეიში მოძებნეთ ქველმოქმედება და შემდეგ პირველივეა ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით. Akaki Sinjikashvili #სიკეთეგადამდებია - წერს სინჯიკაშვილი.  

იხ. ფოტო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე