მსახიობი ია ფარულავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სალომე ქემაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საზოგადოებას ლოცვისკენ მოუწოდებდა, წერს, რომ პაციენტის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.
"სალომე ქემაშვილოს მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის ....დიდი მადლობა ყველას .....!!!!! ძალა ერთობაშია ....ახლა საჭიროა რომ ტვინმა გამოიღვიძოს", - წერს ია ფარულავა.
როგორც სალომე ქემაშვილის დედამთილმა კომპოზიტორმა მანანა იმედაძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა, მიეცათ, რწმენა, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდება.
"სალომე ისევ კომაშია, ტვინი ყოველგვარი რეფლექსების გარეშე და მართვით სუნთქვაზეა... თუმცა ამავდროულად სასიცოცხლო პროცესებმაც დაიწყო გამოკვეთა. დღეს სხეულის ტემპერატურა 38-მდე ავიდა, ანუ, ორგანიზმი იბრძვის! უმაღლესი რანგის მედიკოსები დატრიალებენ თავს 24-იან რეჟიმში. ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩემი შვილის გადასარჩენად", - გვითხრა მანანა იმედაძემ.
სალომე ქემაშვილი H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) ვირუსით ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სალომე ბორჯომში იყო და იქ აუწია სიცხემ, ღებინება დაეწყო და სამკურნალოდ იქვე მიიყვანეს საავადმყოფოში, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში ჩამოიყვანეს.