მამუკა ბახტაძე: შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით კი ემიგრანტებს

10:31 01-07-2019
85

შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით კი ემიგრანტებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

„მინდა მივულოცო ყველას შობის ბრწყინვალე დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს. დღეს ჩვენ საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები: განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს თითოეულ ჩვენგანს“,- განაცხადა ბახტაძემ.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.