სიყვარული და მიტევება - ისევე როგორც ამ ეპისტოლეში, ყველა წინა ეპისტოლეშიც იყო უწმინდესის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოების მიმართ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
„ეპისტოლეს ძირითადი ნაწილი იყო იმაზე რაც ძალიან აკლია დღეს ჩვენ საზოგადოებას და რაზეც მუდმივად საუბრობს უწმინდესი, ეს გახლავთ სიყვარული, ეს გახლავთ მიტევების უნარი ერთმანეთის მიმართ, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ ქართველებმა, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრება და უნდა ვისწავლოთ, რომ ყველა ერთად ვცხოვრობთ და ვაშენებთ ერთ ქვეყანას. სიყვარული და მიტევება ისევე როგორც ამ ეპისტოლეში, ყველა წინა ეპისტოლეშიც იყო უწმინდესის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოების მიმართ. გარდა ამისა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი სადაც მან ისაუბრა განათლებაზე, ვინაიდან ერთ-ერთი მართლაც პრობლემური საკითხი დღეს საქართველოში არის განათლების გაუმჯობესება. ამიტომ როგორც ყოველთვის უწმინდესის ეპისტოლე იყო იმ თემებზე რაც აწუხებს საზოგადოებას და განვმეორდები: მთავარი ჩემთვის, ისე როგორც ყველა მის წინა ეპისტოლეში იყო მოწოდება სიყვარულის, მიმტევებლობის, მოთმინების და ერთად დადგომის შესახებ. ეს არის ის რაც ძალიან სჭირდება საქართველოს", - განაცხადა დავით ბაქარაძემ.