„ოქროს გლობუსი“ 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია (ვიდეო)

11:16 01-07-2019
180

„ოქროს გლობუსი“ 2019 წლის ტრიუმფატორი „ბოჰემიური რაფსოდია“ გახდა. ლეგენდარული როკ ჯგუფის Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულმა დრამამ, საუკეთესო ფილმის ტიტული დაიმსახურა. ამავე ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის, საუკეთესო მამაკაც მსახიობად აღიარეს რემი მალეკი.

საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ გადაეცა ფილმს „ვარსკვლავის დაბადება“ (A Star is Born).

ჰოლივუდში გამართული დაჯილდოების ცერემონიის კიდევ ერთი ფავორიტი „მწვანე წიგნი“ (Green Book) აღმოჩნდა. ის საუკეთესო კომედიურ ფილმად დასახელდა, ამავე ფილმში, მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოქროს გლობუსი“ გადაეცა მაჰერშალა ალის; „მწვანე წიგნმა“ ჯილდო საუკეთესო სცენარისთვისაც მოიპოვა.

საუკეთესო რეჟისორად ალფონსო კუარონი დასახელდა ფილმისთვის Roma. საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში კი გამარჯვება გლენ ქლოუზმა მოიპოვა ფილმში The Wife.

ავტორი: მარიამ გიგანი