ოქროს გლობუსის 2019 წლის დაჯილდოება ჰოლივუდში დღეს გაიმართა. საუკეთესოდ ჩაცმულ მსახიობებთან ერთად, დასავლურმა პრესამ ყველაზე ცუდად ჩაცმული ვარსკვლავებიც გამოავლინა.
ერთ-ერთ ყველაზე შეუსაბამო სამოსად, მსახიობ ენ ჰეთევეის კაბა შეფასდა.

სუპერმოდელი ჰაიდი კლუმის ყვავილებით გაწყობილ კაბას კი უგემოვნო უწოდეს.

უცნაურად შეფასდა მსახიობ ლუსი ლუს კაბაც.

"უიღბლო სილუეტი"- ასე უწოდეს მსახიობ კატრინა ბალფეს კაბას.

მაია რუდოლფის შავი კაბა კი, ექსპერტების შეფასებით, მას ძალიან ადაბლებდა.

ყველაზე მოუწესრიგებელ წყვილად კი მსახიობი სარა გილბერტი და მუსიკოსი ლინდა პერი დაასახელეს.

ავტორი: მარიამ გიგანი