"დამაბრალა პატრიარქის მოკვდინება..." - რა მისწერა სინოდს მეუფე პეტრემ

15:34 01-07-2019
828

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ამბობს, რომ გაზაფხულზე, წმინდა სინოდს მან წერილობით მიმართა და მოითხოვა იმ სასულიერო პირების და საპატრიარქოს თანამშრომლების განცხადებების განხილვა, რომელიც მეუფეს შეფასებით, ცილისმწამებლური და უპასუხისმგებლო იყო.

მაგალითად მეუფე პეტრემ საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადება მოიყვანა. თუმცა როგორც მეუფე აცხადებს, სინოდმა მისი მიმართვა არ დააკმაყოფილა:

"საგაზაფხულო სინოდის სხდომაზე მქონდა მოთხოვნილი წერილობით პატრიარქისა, მოსაყდრისა და წმინდა სინოდს მიმართ, რომ ეს საკითხი განხილულიყო სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ ასევე, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, განხილული და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ ეს ჩემი წერილი წმინდა სინოდის მიმართ, გასული წლის ივნისში გაგზავნილი, გავასაჯაროვო.

მე ვითხოვდი, რომ ყოფილიყო კომისია შემქნილი და შეფასებული სასულიერო პირების უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლური განცხადებები, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლებისა, შეიძლება გავიხსენოთ დღემდე საპატრიარქოს იურისტად წოდებული პიროვნება, ედიშერ ქარჩავას სახით, რომელიც დღემდე დაუსჯელია და ჩემი ინფორმაციით, ისევ საპატრიარქოს თანამშრომელია, რომელმაც ცილისმწამებლურად, ეთერში, საჯაროდ დამაბრალა პატრიარქის მოკვდინება და ა.შ." განაცხადა მეფე პეტრემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.