მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოსთვის მოსამართლეების სიის დაბრუნებას არ აპირებს

12:46 01-08-2019
90

პარლამენტი იუსტიციის საბჭოს მიერ შემუშავებულ მოსამართლეების სიაზე იმსჯელებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის სრული დაცვით შეადგინა და გადაუგზავნა პარლამენტს.

დეპუტატი ამბობს, რომ შეიძლება სიაში მოხვედრილი მოსამართლეების ნაწილი მიუღებელი იყოს თავად მმართველი გუნდისთვისაც, თუმცა, მათზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანომ მაინც უნდა დაიწყოს. 

„10-კაციან სიაში პეტრე შეიძლება მისაღები იყოს, პავლე შეიძლება მიუღებელი იყოს. განხილვა, რა თქმა უნდა, დაიწყება ნებისმიერ სიასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამასობაში ჩვენ თუ შევიმუშავებთ და არის ამაზე საუბარი, დრო ამისთვის ავიღეთ და კიდევ უფრო დეტალიზირება უნდა მოხდეს რაღაც პროცედურის, რაღაც კრიტერიუმის, ეს კი ბატონო, სამსჯელო თემა არის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, რაც გვაქვს კონსტიტუციაში, ჩვენ ამ მოცემულობით, კანონის პრობლემა, საკანონმდებლო პრობლემა, ნორმისმიერი პრობლემა ვთქვათ სიასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ისე შემოიტანეს სია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კანდიდატების უკან გაწვევას არც იუსტიციის საბჭო გეგმავს.