სალომე ქემაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" მისმა დედამთილმა, კომპოზიტორმა მანანა იმედაძემ განუცხადა.
"საიმედოს ვერაფერს გეტყვით. უმძიმესია ისევ ჩემი ანგელოზის მდგომარეობა, მხოლოდ სასწაული გადაგვარჩენს, მეტი არაფერი", - ამბობს მანანა იმედაძე.
სალომე ქემაშვილი H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) ვირუსით ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სალომე ბორჯომში იყო და იქ აუწია სიცხემ, ღებინება დაეწყო და სამკურნალოდ იქვე მიიყვანეს საავადმყოფოში, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში ჩამოიყვანეს.