პრაიმტაიმი გთავაზობთ 2018 წლის 4 ივნისით დათარიღებულ წერილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და წმინდა სინოდის მიმართ, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეფე პეტრეს ეკუთვნის.
აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მეუფემ გუშინ, ტვპირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზაფხულზე, წმინდა სინოდს მან წერილობით მიმართა და მოითხოვა იმ სასულიერო პირების და საპატრიარქოს თანამშრომლების განცხადებების განხილვა, რომელიც მეუფეს შეფასებით, ცილისმწამებლური და უპასუხისმგებლო იყო.
მაგალითად მეუფე პეტრემ საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადება მოიყვანა. თუმცა როგორც მეუფე აცხადებს, სინოდმა მისი მიმართვა არ დააკმაყოფილა:
საგაზაფხულო სინოდის სხდომაზე მქონდა მოთხოვნილი წერილობით პატრიარქისა, მოსაყდრისა და წმინდა სინოდს მიმართ, რომ ეს საკითხი განხილულიყო სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ ასევე, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, განხილული და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ ეს ჩემი წერილი წმინდა სინოდის მიმართ, გასული წლის ივნისში გაგზავნილი, გავასაჯაროვო.
მე ვითხოვდი, რომ ყოფილიყო კომისია შემქნილი და შეფასებული სასულიერო პირების უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლური განცხადებები, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლებისა, შეიძლება გავიხსენოთ დღემდე საპატრიარქოს იურისტად წოდებული პიროვნება, ედიშერ ქარჩავას სახით, რომელიც დღემდე დაუსჯელია და ჩემი ინფორმაციით, ისევ საპატრიარქოს თანამშრომელია, რომელმაც ცილისმწამებლურად, ეთერში, საჯაროდ დამაბრალა პატრიარქის მოკვდინება და ა.შ.- განაცხადა მეფე პეტრემ.