ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაცვლილ მის მეგობარს, 41 წლის ქალს ვირუსი გაურთულდა და სხვა რაიმე დაავადება არ აწუხებდა.
"ჩემი მძღოლი ჩემი უახლოესი მეგობარია. მისი დაც ჩემი მეგობარი იყო. არაფერი არ აწუხებდა, ჯანმრთელი გოგო იყო 41 წლის. გრიპი გაურთულდა და ფილტვები გაეთიშა. საავადმყოფოში იწვა დიდხანს, მაგრამ ვერ უშველეს", - უთხრა ნიკა გვარამიამ "პრაიმტაიმს".