კაჭრეთში მდებარე სასტუმრო "ამბასადორი", სადაც ამ წუთებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, სტუმრებისთვის დაკეტილია.
ამის შესახებ "პრაიმტაიმის" კორესპონდენტს სასტუმროში განუცხადეს.
"დღეს ვერცერთი სტუმარი სასტუმროში ვერ შევა, დახურულია", - განაცხადეს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, რომელზეც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში უნდა გადაიჭრას. შეხვედრას საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება.