ჭავჭავაძეზე დაშავებული ორი მშენებლის მდგომარეობა მძიმეა - კომპანიის წარმომადგენელი

11:28 01-09-2019
151

სამშენებლო კომპანიის A&A Construction-ის წარმომადგენლის, რატი ცქიტიშვილის განცხადებით, სადაც ის მშენებლები იყვნენ დასაქმებულები, რომლებიც დილას, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოავარიისას დაშავდნენ, ამბობს, რომ ორის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასწრაფო დახმარების წარმომადგენლებმა 10-მდე დაშავებული ლეჩკომბინატში, ბადრი პატარკაციშვილის სახელობის კლინიკაში, ღუდუშაურში და მეცხრე საავადმყოფოში გადაანაწილეს.

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა.

როგორც „პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ისინი მშენებლობასთან მდგარ ფარდულში შედიოდნენ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.