პარლამენტმა ავიღეთ გარკვეული დრო იმისათვის, რომ საგაზაფხულო სესიამდე ვიმსჯელოთ იმაზე, გასაწერია თუ არა კრიტერიუმები, რომელიც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარმოდგენას ეხება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში, სადაც მისივე თქმით, მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ.
„ჩვენ გავდივართ ზოგადად მენეჯმენტის თემებს. მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზეა საუბარი. პარლამენტმა ავიღეთ გარკვეული დრო, მინიმუმ 1 თვე იმისათვის, რომ საგაზაფხულო სესიამდე ვიმსჯელოთ იმაზე, გასაწერია თუ არა კრიტერიუმები, რომელიც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარმოდგენას ეხება პარლამენტის წინაშე. ამ კრიტერიუმების გაწერის შემდეგ ან მის გარეშე პარლამენტი იმსჯელებს იმაზე, რამდენად მისაღებია კონკრეტული პერსონა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
არასამთავრობო სექტორი პარლამენტისგან მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს.