პროკურატურაში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიკითხნენ

14:38 01-09-2019
143

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

როგორც პროკურორმა სალომე ჩიქობავამ განაცხადა, საქმეზე უკვე დაკითხულნი არიან ბანკის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქმიანობას.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით