საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდების ერთობლივი საზღვაო მანევრები ჩატარდა

16:35 01-09-2019
112

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდების ერთობლივი საზღვაო მანევრები ჩატარდა.

მანევრებში საქარერლოს სანაპირო დაცვის ხომალდი „ოჩამჩირე“ (P-23) და ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი HMS ECHO მონაწილეობდნენ.

ერთობლივი მანევრები დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორს, პირველი რანგის კაპიტან თემურ კვანტალიანს შეხვდნენ.

ვიზიტი მიზნად ისახავდა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას.