"ჩვენი ქვეყანა არის სეკულარული, ეკლესია და სახელმწიფო არ ერევიან ერთმანეთის საქმეებში" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
"უკრაინის, ჩვენი მოძმე სახელმწიფოს წინსვლას და განვითარებას, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ კუთხით არის მიმართული, რა თქმა უნდა მივესალმებით. ასეთი კატეგორიის ნაბიჯს, ალბათ მიეკუთვნება ავტოკეფალიის შესახებ ტონუსის გადაცემა უკრაინისთვის.
როგორც ვიცით, ჩვენი ქვეყანა არის სეკულარული, ეკლესია და სახელმწიფო არ ერევიან ერთმანეთის საქმეებში. შესაბამისად, გადაწყვეტილება და პოზიციის გამოხატვა პირველ რიგში არის საქართველოს ეკლესიის პრეროგატივა, რომელსაც აუცილებლად, ჩემის აზრით, ეკლესია გააკეთებს შესაბამისი კანონიკური წესების დაცვით" - განაცხადა აკაკი ზოიძემ.