ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ და გრიპის შემდგომმა ენცეფალიტმა გამოიწვია.
„ჩვენს კლინიკაში ეს პაციენტი შემოვიდა გრიპის ინფიცირებიდან მეექვსე დღეს, მართვით სუნთქვაზე უკიდურესად მძიმე ატომიური კომით, უმძიმესი სეპტიური შოკით, რომელიც დადასტურებული იყო, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.
გრიპი გახდა მიზეზი გართულების, ეს იყო ბაქტერიული ენდოგენური ინფექციის აქტივაცია და მძიმე ბაქტერიული სეპტიცემიის განვითარება თავის ბაქტერიული ენცეფალიტით. პაციენტი იყო უპერსპექტივო, უკიდურესად მძიმე.
ვინაიდან დღეს გრიპის 90%-ზე მეტი არის H1N1, ამიტომ დაავადებათა კონტროლში გაგრძელდა კონფირმაციული კვლევა, როგორც ინფორმაციით, ვიცი დადასტურებულია H1N1,“- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, წერს "ნიუპოსტი".
დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, 22 წლის სალომე ქემაშვილი, H1N1 ვირუსს ემსხვერპლა. ცენტრის დირექტრის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, სხვა მძიმე დაავადებაც ჰქონდა.