"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა სოციალური ქსელით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა ოცნების შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად სჩანს რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი ამ საკითხზე მაინც უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.