ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ მოსამართლეებს ხვდება

13:27 01-10-2019
73

“როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა? - ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ მოსამართლეებს ხვდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივით, ყოფილ მოსამართლეებთან შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები მსჯელობენ, იმაზე თუ, რა ცვლილებები უნდა შევიდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მომავალ კვირას საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტს წარუდგენენ, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევად სავალდებულო კონკურსი უნდა გამოცხადდეს, საბჭომ კი გადაწყვეტილება საჯარო განხილვების შედეგად უნდა მიიღოს.

 

თამარ ტომარაძე