ათი რამ, რაც საყდრისის კომიტეტის შესახებ უნდა იცოდეთ

14:45 01-10-2019
85

ათი რამ, რაც საყდრისის კომიტეტის შესახებ უნდა იცოდეთ:

1. საყდრისის კომიტეტი 2014 წლის მარტში, მოხალისეებისგან მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს - საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (5000 წ.) დასაცავად შეიქმნა.

2. საყდრისის კომიტეტი, 9 თვის განმავლობაში ადგილზე იცავდა ოქროს მაღაროს, ეს იყო უახლოეს ისტორიაში, ყველაზე გრძელვადიანი აქცია.

3. 2014 წლის მაისში საყდრისის კომიტეტმა კულტურის სამინისტროს მოუგო სასამართლო პროცესი - საყდრისზე, ძეგლის სტატუსის არაკანონიერად მოხსნის გამო.

4. 2014 წლის 28 აგვისტოს საყდრისის კომიტეტმა იუნესკოს პრეზიდენტისგან მიიღო მხარდაჭერის წერილი.

5. 2014 წლის 14 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონიდან დაგმო საყდრისის აფეთქება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. ეს იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან ერთადერთი „გმობის“ ფაქტი.

6. საყდრისის კომიტეტი ძეგლის აფეთქების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ცდილობდა ძეგლზე ნგრევის შეჩერებას, იყო ინიციატორი, ოპიზიციურ პარტიებთან ერთად, პარლამენტში საყდრისის აფეთქების საგამოძიებო კომისიის შექმნის. ამისათვის პარლამენტში მოაწყო
საყდრისის გამოფენა და მაისში, ძეგლის მდგომარეობის შესასწავლად მოსამართლეები ჩაიყვანა.

7. 2015 წლის გაზაფხულიდან, საყდრისის კომიტეტმა აქტიურობა დაიწყო საყდრისის მუზეუმის აშენებისთვის. მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე.

8. 2016 წლის მაისში, „უინესკოს“ UNESCO ნუსხაში შემავალ მცხეთაში შეაჩერა აეროდრომის მშენებლობა. (შეჩერებულია დღემდე)

9. 2016 წლის ივნისში დაიწყო აქტიურობა, საპროტესტო აქციები და კონსულტაციები მცხეთის მუზეუმის გაჭიანურებულ მშენებლობასთან დაკავშირებით. საყდრისის კომიტეტმა, პირველად აჩვენა საზოგადოებას სარდაფში შენახული 10 000 მდე უნიკალური ექსპონანტის მდგომარეობა, მოაწყო საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში.

10. 2016 წლის დეკემბერში დააწესა ანტი-ჯილდო „ოქროს ურო“, რომელიც ყოველწლიურად 13 დეკემბერს (საყდრისის აფეთქების დღეს) გადაეცემა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. მისი პირველი მფლობელი საყდრისის აფეთქებისთვის კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე გახდა.