საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ისეთი ერთგული, როგორიც დღეს უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია საკუთარი გუნდისადმია, არასდროს ყოფილა.
ეკა ბესელია დღეს რომ არის გუნდის ერთგული, ასეთი ერთგული შესაძლოა არასდროს ყოფილა. დღეს ეკა ბესელია არის ყველაზე უფრო ახლოს გუნდთან. თუ როდესმე იყო საუბარი მის გაყვანაზე იურიდიული კომიტეტიდან, მოტივაცია იყო ერთადერთი - ეს კომიტეტი „პრახადნოი დვერად ქცეულიყო ამ სიისთვის, ეკა ბესელიას პირობებში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა. ვინც ხელს უწყობდა ეკა ბესელიას ჩაჩოჩებას, ის ხელს უწყობდა მოსამართლეთა სიას. თუ ბატონი ბიძინა ამას ეთანხმებოდა, მე მწუხარებით უნდა ვთქვა, რომ ამას ხელს უწყობდა. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ თვითონ სიასთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება არ იქნება იგივე,- განაცხადა ფოფხაძემ.