ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, საქართველოში ღორის გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ლუდმილა სკორიკმა გააკეთა.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე H1N1 ვირუსი არ არის გამოვლენილი. გეგმავენ მოსახლეობის გრიპის საწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფას და პაციენტების მდგომარეობის და მათი სიმპტომების საფუძვლიან შესწავლას. ასევე იგეგმება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვაც.
„ამ საკითხზე იმუშავებენ უშიშროებისა და სასაზღვრო სამსახურები. აფხაზეთში შემოსვლა შეიზღუდება“, - აცხადებს ლუდმილა სკორიკი.
ავტორი: მარიამ გიგანი