სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

11:18 01-11-2019
131
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე დროულად მივიდნენ მეხანძრე-მაშველები, თუმცა ხის სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
იანეთში, ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელმაც განაცხადა, რომ დაზარალებულ ოჯახს დაეხმარებიან.
 
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.
 
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე