ზაალ ანჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილს აქვს ლავირების ძალიან კარგი უნარი, რაც ბევრ პოლიტიკოსს აკლია

13:59 01-11-2019
69

ბიძინა ივანიშვილს აქვს ლავირების ძალიან კარგი უნარი, რაც ბევრ პოლიტიკოსს აკლია- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

"ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება პარტიაში მიმდინარე პროცესებზე და მოსამართლეთა საკითხზე, პრინციპში დაემთხვა ჩემს შეფასებას, რომ მას აქვს ლავირების ძალიან კარგი უნარი, რაც ბევრ პოლიტიკოსს აკლია. მან სიტუაციის შეფასების შემდეგ, საზოგადოებას აგრძნობინა, რომ არ აპირებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების "ხელების ამოგრეხვის" მეთოდებით გატანას, არამედ ეცდება მოძებნოს კომპრომისული ანუ "win-win" გადაწყვეტა. წესით, ამ განცხადებამ მხარეები დროებით უნდა დააშოშმინოს" - წერს ზაალ ანჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.