გია აბაშიძე: ივანიშვილის განცხადებამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ყველა ე.წ. დაჯგუფებაზე თუ ფრთაზე მაღლა დგას

14:12 01-11-2019
299

ექსპერტი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ყველა ე.წ. დაჯგუფებაზე თუ ფრთაზე მაღლა დგას.

ხომალდზე ბუნტია?

კონსპიროლოგიას თუ გავყვებით, ლუგარის ლაბორატორიაზე ბევრად საინტერესო და საშიში ქართული პოლიტიკაა ანუ „ივანიშვილის ლაბორატორია“. აქ უწყვეტ ცდებს ატარებენ. ახდენენ სელექციას, სინთეზს, ანალიზს, დაშლას და შეერთებას. ძველი შტამები ნადგურდება და იქმნება ახლები. კოლბებში ფორმირდება ინსტიტუტები, სინჯარებში გამოყავთ პოლიტიკოსები საჭირო თვისებებით. შემდეგ ისინი იტესტებიან ჯერ მჟავა და მერე ტუტე გარემოში და რეალ-პოლიტიკაში თუ არ გამოავლენენ სასურველ შედეგებს, მომენტალურად განადგურდებიან.

ლაბორატორიის ხელმძღვანელი ცივსისხლიანი პრაქტიკოსია. მისი მეტსახელიც აქედან მოდის - „უდავი“. მაგალითად, ამ ფოტოზე ასახული პოლიტიკოსებიდან „უდავმა“ ყველა 'მოინელა'. ახლა სხვა რეალობაა. კოლბების და სინჯარების ბინადრებმა ჩათვალეს, რომ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ არსებობა, ლაბორატორიის გარეთ. პროდასავლური ახალგაზრდა შტამების ინტერესები დაემთხვა „ოცნებამდელიქოცების ინტერესებს. 'ბუნტ ნა კარაბლე'?!.

თუმცა, ნუ გვავიწყდება, რომ ივანიშვილს აქვს პოტენციალი პოლიტიკური ველიდან თუ ამ ლაბორატორიიდან გააქროს უპასუხისმგებლო, რამე 'ცოდვაში' დადასტურებულად მხილებული ჭყინტი თუ შედარებით დაღვინებული პოლიტიკოსები, ე.წ. თინეიჯერები თუ ძველგაზრდები. ეს ხომ უდავის ლაბორატორიაა? თუ ის ხედავს, რომ პირობითად, კობახიძის, ბესელიას, თუ სხვისი ფლანგი, რამეში შავბნელში დადასტურებულად შემჩნეულია ანდა დაკარგული აქვს სახალხო მხარდაჭერა, ის მას, მათ ადვილად დაემშვიდობება...

მისმა გუშინდელმა განცხადებამაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ ყველა ე.წ. დაჯგუფებაზე თუ ფრთაზე მაღლა დგას, ხოლო ნებისმიერი 'ვისკაჩკა', ნებისნიერი ამ ე.წ. დაჯგუფებიდან იღებს, მიიღებს მისგან საკადრის პასუხს.

ამასობაში, ქოცნებამ ამ ნაახალწლევს, გასვლითი სემინარი მოაწყო კაჭრეთის სასტუმრო ამბასადორში. თემა - საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. მსგავსი შეხვედრა, ხარჯების დაზოგვით, თბილისშიც თავისუფლად შესაძლებელია ისედაც იმედგაცრუებული ამომრჩეველლების, დამქირავლებების კიდევ უფრო გაღიზიანების გარეშეც.
ეჰ! სემინარი, რომ 'ომებს' იგებდეს, საშა კაცმანი იქნებოდა ამ ქვეყნის გენერალისიმუსი.

ივანიშვილი [უდავი] კი ჯერ დუმს და ქიმიურ რეაქციებს მიკროსკოპში აკვირდება...- წერს გია აბაშიძე.