რუსთავში ავტოავარიისას ხუთი ადამიანი დაშავდა

18:06 01-13-2019
259
თეგები: რუსთავი

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში - მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

"პრაიმტაიმის" ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, რომლებსაც ადგილზე გაეწიათ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და მათი ჰოსპიტალიზირება აუცილებელი არ გახდა.  

 

მარი მშვენიერაძე