ავსტრალიის ღია პირველობა საქართველოს პირველმა ჩოგანმა გამარჯვებით დაიწყო. ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდი სლემის პირველ მატჩში მსოფლიო რეიტინგის 170-ე ნომერი კრისტოფერ იუბენსკი 4 სეტში, 6:4, 4:6, 7:6, 6:3 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
შემდეგ შეხვედრას ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ სტეფანო ტრავალიას წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 137-ე პოზიციას იკავებს და ტურნირის პირველ წრეში არგენტინელი გვიდო ანდრეოცი დაამარცხა. მატჩი 16 იანვარს გაიმართება.
ავტორი: ირაკლი გოგვაძე