გორში, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

10:13 01-15-2019
138

გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც პრაიმტაიმს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვალების მიზ​ეზი H1N1-ის ვირუსია, თუმცა პაციენტს ე.წ. ღორის გრიპთან ერთად, C ჰეპატიტიც ჰქონდა.

როგორც ცნობილია, ვირუსს ფატალური შედეგი უმეტეს შემთხვევაში მაშინ აქვს, როდესაც გრიპი თან რომელიმე ქრონიკულ დაავადებას ერთვის. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ყველა იმ პაციენტს, ვისაც ექიმი აღნიშნულ ვირუსს დაუდგენს, სამკურნალო პრეპარატი ტამიფლუ უფასოდ გადაეცემა.

ავტორი: