"ევროპული საქართველო" აქტიურად ითანამშრომლებს ნაზი ჯანეზაშვილთან ვინაიდან ეს არის პარლამენტიდან არჩეული იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. გვიხარია, რომ ის აქტიურად იბრძვის მართმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის",- ამის შესახებ პარტიის წევრი ოთარ კახიძე აცხადებს.
"ევროპული საქართველო" აქტიურად ითანამშრომლებს ნაზი ჯანეზაშვილთან ვინაიდან ეს არის პარლამენტიდან არჩეული იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. გვიხარია, რომ ის აქტიურად იბრძვის მართმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, "ევროპულ საქართველოს" აქვს თავის წინადადებათა პაკეტი, თუ რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს იმ კანდიდატისთვის, ვისაც სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების წინადადებებს, მე ვიცნობ პროექტს, რომელიც მათ საბჭოსთვის ჰქონდათ მომზადებული. გავეცნობი პროექტს, რომელიც უკვე საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან.
უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს, ჩვეენს კრიტერიუმებს, რასაც ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა აისახოს კანონმდებლობაში. ამავე დროს, ვითანამშრომლებთ არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველთან, რათა საზოგადოებამ მიიღოს უკეთესი სასამართლო სისტემა.
ერთ-ერთი კრიტერიუმი შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ, თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რომელიმე მოსამართლეს, ის ვერ უნდა გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინონდა ობიექტური კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ საზოგადოებას", - განაცხადა ოთარ კახიძემ.