სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.
ამის შესახებ გიგა მაქარაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
"არის!!! დამირეკეს პროკურატურიდან! დაზარალებულად მცნეს! ახლა საია ამ საქმეს მარტივად მიიყვანს ბოლომდე! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! სასამართლო განაჩენის მერე დავივლი მთელს გორს და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ყველა პლაკატს, სადაც და რამდენიც არ უნდა იყოს გაკრული!", - წერს გიგა მაქარაშვილი.
მაქარაშვილის საქმეზე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გორის მერიის მაღალჩინოსნის მიერ აქტივისტ გიგა მაქარაშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოძიება გრძელდება და კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, მერიის მაღალჩინოსანმა თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო. შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა.