ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას მხარი არ დაუჭირა

00:13 01-16-2019
203

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა დასრულდა. BBС-ის ინფორმაციით, კანონმდებლებმა Brexit-ის შესახებ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს. ტერეზა მეის Brexit-ის გარიგება 230 ხმით ჩავარდა, რაც უდიდესი მარცხია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ისტორიაში,  

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა დღეს განაცხადა, რომ თუ ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეის გეგმას მხარს არ დაუჭერდა, შესაძლოა, ევროკავშირთან ახალი მოლაპარაკებები გამართულიყო.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა 2018 წლის 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 10 დეკემბერს ტერეზა მეიმ კენჭისყრის გადადების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრიუსელთან შეთანხებულ პროექტს დეპუტატები მხარს არ დაუჭერდნენ. 

გასული წლის 23 ივნისს,  ტერეზა მეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა, მიეცეს ყველა იმ მოქალაქეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, სულ მცირე, 5 წელია ცხოვრობს.