ჯვრის მონასტერი გაიხსნა

11:40 01-16-2019
99

რამდენიმე დღიანი დაკეტვის შემდეგ ჯვრის მონასტერი გაიხსნა. გუშინდელ დღემდე ტაძრის სანახავად ჩამოსულ ტურისტებს ეკალ-ბარდების გავლა და რკინის ღობეზე გადაძრომა უწევდათ.

მონასტრის წინამძღვარი ეკლესიაში არც ტურისტებს და არც მომლოცველებს არ უშვებდა. გუშინ ჯვრის მონასტრის საძმომ წერილი გაავრცელა, სადაც განმარტეს ის მიზეზი, რის გამოც უკვე 48 საათია, ტაძარი დაკეტილი იყო. განცხადების თანახმად, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება.

წერილში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარემოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს.