"ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ცილისწამებას სჭირდება კიდევ მეტად დარეგულირება ან გამკაცრება."- ნინო ლომჯარია

13:33 01-16-2019
75

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ამ ეტაპზე ცილისწამებას დარეგულირება ან გამკაცრება არ სჭირდება.

„ჩემთვის დღემდე ბუნდოვანია, რა ინიციატივაზე საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რადგან  რამდენიმე საკითხი ითქვა, თითქოს ცილისწამება უნდა დარეგულირდეს, თითქოს არასწორი ინფორმაციის გავრცელება უნდა დარეგულირდეს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა საკითხებია. ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ, რომ ცილისწამებას სჭირდება კიდევ მეტად დარეგულირება ან გამკაცრება.

ნამდვილად გვაქვს ლიბერალური კანონმდებლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით და რა ინიციატივაც უნდა გამოითქვას, სახალხო დამცველი დაიცავს გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებს და იმ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს საქართველოში“, – აცხადებს სახალხო დამცველი.