ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი მალე მამა გახდება. მისი მეუღლე სალი სულხანიშვილი, რომელსაც ბიზნესმენი აქამდე საზოგადოებასთან არ აჩენდა, ბავშვს ელოდება. თავად ლევან ჯიბღაშვილიც ბოლო დროს საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება.
ჯიბღაშვილები ძველით ახალ წელს ლევანის მშობლიურ სახლში, დედოფლისწყაროში შეხვდნენ, ფოტოზე ლევანი ცოლთან ერთადაა გადაღებული და სალი სულხანიშვილს ეტყობა, რომ ორსულადაა.
ლევანი და სალომე დაახლოებით 1 წლის წინ დაინიშნენ. საიდუმლო ნიშნობასთან დაკავშირებით, პრაიმტაიმი მაშინ ექსკლუზიურად წერდა.
ლევანი და სალომე ერთმანეთს 13 წლიდან იცნობენ, ის მსახიობის პირველი სიყვარული იყო, თუმცა, დაშორდნენ და სალომემ ფეხბურთელზე იქორწინა. სალომე სულხანიშვილი გარკვეული პერიოდის მანძილზე პირველ ქმართან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ ოჯახი დაენგრა და საქართველოში დაბრუნდა.