"ია კერზაიას საქმეს ძალიან დეტალურად, რამდენიმე მიმართულებით ვსწავლობთ"- ნინო ლომჯარია

14:29 01-16-2019
93

„ქალბატონ ია კერზაიას საქმეს ჩვენ ძალიან დეტალურად, რამდენიმე მიმართულებით ვსწავლობთ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა სამართლებრივად რამდენად სწორი და გამართული იყო სკოლის შემოწმებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იკვეთება თუ არა შემოწმების განხორციელების დროს რაიმე დარღვევა.

ერთ-ერთი მიმართულებაა, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ქალბატონის მისამართით, ასევე, ვსწავლობთ, რამდენად იყო სამართლებრივად სწორი და გამართული შემოწმების დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე შემოწმების განხორციელების დროს კანონი დარღვეული ხომ არ იყო. ასევე, ვსწავლობთ, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები, რომ შემდეგ სამართალდამცველ ორგანოებს გამოძიების მოთხოვნით მივმართოთ. სამივე მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ არაერთ უწყებიდან გვაქვს ინფორმაცია გამოთხოვილი, განათლების სამინისტროდან, დამატებით გარკვეულ ინფორმაციას ველოდებით და ალბათ, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოზიციების ჩამოსაყალიბებლად სრული სურათი გვექნება, შესაბამისი რეკომენდაციებიც გვექნება. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და საქმის კურსში ვაყენებთ ყველა იმ მოქმედებასთან დაკავშირებით, რასაც ამ საქმის გარშემო ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ეს საქმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღების ცენტრშია“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა.