"გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს"- ემზარ კვიციანი ნინო ლომჯარიას პასუხობს

15:05 01-16-2019
153

გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს, სადაც უსაფრთხოება უნდა დავიცვათ,- ასე უპასუხა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მუსლიმი ქალებისთვის ბურქის და ნიქაბის ტარებასთან დაკავშირებით, სადაც ლომჯარიამ თქვა, რომ ეს მათი დისკრიმინაციაა.

„გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს, სადაც უსაფრთხოება უნდა დავიცვათ. დანარჩენს რაც შეეხება, ამ საკითხის განხილვისას მუსლიმები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებმაც თქვეს, რომ მათი კანონი არ არის, ქალებს დაფარული ჰქონდეთ სახე, მათ უნდა უჩანდეთ ხელის მტევნები და სახე“, - მიმართა ემზარ კვიციანმა ნინო ლომჯარიას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში აღნიშნული აქსესუარების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დისკრიმინაციულად მიიჩნია.