მეთოფიშვილი თუ თავს ხედავს ფრთიანი გამონათქვამებით პოლიტიკაში, მოვუწოდებ, 2020 წელს კენჭი იყაროს - ზაქარია ქუცნაშვილი

15:55 01-16-2019
79

მეთოფიშვილი თუ თავს ხედავს ფრთიანი გამონათქვამებით პოლიტიკაში, მოვუწოდებ, 2020 წელს კენჭი იყაროს - ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქრო ქუცნაშვილი, იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. 

მეთოფიშვილის თქმით, დღეს ეკა ბესელია დიქტატორული მეთოდებით ებრძვის როგორც თავის ქვეყანას, ისე სასამართლო სისტემას. 

ზაქარია ქუცნაშვილი მეთოფიშვილს მიმართავს და ახსენებს, რომ მოსამართლეს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავების ვალდებულება აქვს. 

„ფრთიანი გამონათქვამები უყვართ პოლიტიკოსებს, როგორც წესი. თუ ზოგიერთ მოსამართლესაც უყვარს ფრთიანი გამონათქვამი, მე მას მოვუწოდებდი მაშინ, რომ იყაროს კენჭი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მოიპოვოს ეს უფლება. იმიტომ, რომ მოსამართლეობის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს, მოსამართლეს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავების ვალდებულება აქვს. ამიტომაც, თუ მეთოფიშვილი თავის თავს ხედავს ამ ფრთიანი გამონათქვამებით პოლიტიკაში, მე მას მოვუწოდებ, რომ 2020 წელს იყაროს კენჭი. საინტერესოა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს შეარჩევს და მოიპოვოს ხალხის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.