მიხეილ ბატიაშვილი: „თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი“

16:21 01-16-2019
102

„თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

სამინისტრო საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი, ყველა მიმართულებას, მათ შორის  სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.

„თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშავეთ უცხოელ პარტნიორებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იდგმება კონკრეტული ნაბიჯები“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის უცხოელ პარტნიორებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, სკოლების უსაფრთხოება, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით მუშაობა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ავტორი: