"გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? მიიღეთ..." - ნანუკა გოგიჩაიშვილი

16:28 01-16-2019
2743

წლევანდელი მის საქართველოს, ნინი გოგიჩაიშვილის და ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც ასევეა ამ ტიტულის მფლობელი, საზოგადოების კრიტიკას პასუხობს.

ვულოცავ საქართველოს ახალ მისს, ჩვენ აქამდეც გააზრებული გვქონდა მონაწილეობას ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გამარჯვებას რა თანმხლები ეტაპები მოყვება, ასე რომ გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? მიიღეთ. 

პს: გერმანული, ინგლისური, რუსული, იტალიური (ამჟამად სწავლის პროცესში) იყოს ეს მცირე ინფორმაციაც აქ, - წერს ნინი გოგიჩაიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე. 

მის საქართველო 2018 რამდენიმე დღის წინ, არაპომპეზურად რუსთავი 2-ის პავილიონში ჩატარდა.