"მამამ შვილი სხვენში ჩამომხრჩვალი იპოვა..." - სუიციდის შემთხვევა გურიაში

17:12 01-16-2019
1860
თეგები: ოზურგეთი

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ოზურგეთში მცხოვრები მამაკაცი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, გამთენიისას კი, მამამ შვილი სხვენში ჩამომხრჩვალი იპოვა. 

გარდაცვლილს ცოლი და ერთი შვილი დარჩა. შსს ცნობით, ფაქტი დილით დაფიქსირდა. 

სამწუხაროდ, ამ დილით დაფიქსირდა ეს შემთხვევა. გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი. სუიციდის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. საქმეს შსს გურიის პოლიციის სამმართველო იძიებს 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს,- განაცხადეს შსს-ში.

 

ლაშა სარჯველაძე