დიდი ცვლილებების დღე: რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 21 იანვარს

18:12 01-16-2019
23392

21 იანვარს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა ერთდროულად მოხდება. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იქნება და ბევრი თქვენგანისთვის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.

მთვარის დაბნელება თქვენს ცხოვრებაზე გავლენას ან იმავე დღეს მოახდენს, ან 1 თვის თავზე.

 

ვერძი

მთვარის დაბნელება თქვენს შემთხვევაში მე-5 სახლში მოხდება. ამ დაბნელებამ შესაძლოა სიყვარული მოგიტანოთ. გელით სასიამოვნო პაემანი. ისეთი რამ მოხდება, რაც  ბედნიერებას მოგიტანთ. თუმცა მეხუთე სახლი საყვარლებს და სასიყვარულო სამკუთხედებსაც მოიცავს. თუ თქვენი პარტნიორი ქორწინებაშია, მაშინ ურთიერთობა მოულოდნელად შეიცვლება. შეიძლება ეს ურთიერთობა დასრულდეს ან თქვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. საიდუმლოებები აუცილებლად გამჟღავნდება. შესაძლოა გაიცნოთ შვილიანი მამაკაცი/ქალი, რომელიც შეგიყვარდებათ. მოსალოდნელია სიურპრიზები შვილებისგან. თუ ხელოვნების სფეროში კერძო ბიზნესი გაქვთ ან ამ სფეროში საქმიანობთ, ეს დაბნელება წარმატებას და პოპულარობას მოგიტანთ.

 

კურო

ეს დაბნელება თქვენთვის დიდი ცვლილებების დასაწყისი იქნება. კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის დაბნელება მეოთხე სახლში მოხდება. შესაძლოა შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. თუ აქამდე მშობლებთან ცხოვრობდით, მაშინ ამიერიდან ცალკე გადაწყვეტთ ყოფნას. თუ ქირით ხართ, შეიძლება მეპატრონემ ბინის გაყიდვა დააპიროს. თუ თავად აქირავებთ სახლს, მაშინ ახალი მდგუმრები გეყოლებათ. ასევე მოსალოდნელია უძრავი ქონების წარმატებით გაყიდვა/შეძენა. შესაძლოა მოულოდნელი ამბავი გაიგოთ საკუთარი მშობლების შესახებ. მოსალოდნელია ოჯახში მატება, ან ნათესავი ჩამოვა თქვენთან დასარჩენად. ასევე შესაძლებელია სახლიდან იმუშაოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კუროსთვის 21 იანვრის დაბნელება მის ოჯახზე და საცხოვრებელ ადგილზე მოახდენს გავლენას.

 

ტყუპები

ტყუპებისთვის დაბნელება მე-3 სახლში მოხდება. ეს ურთიერთობების, შეხვედრების, ინფორმაციის და ნაცნობობის სახლია. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა ან რაიმე ახლის სწავლა, საგანმანათლებლო კურსის დასრულება და საინტერესო ინფორმაციის მიღება. შეიძლება ახალი ბიზნეს იდეა გაგიჩნდეთ. თუ წიგნს წერდით, მას აუცილებლად დაასრულებთ და გამომცემლობასთან ხელშეკრულებას გააფორმებთ. მოსალოდნელია მგზავრობა და მივლინებები. თუ უცხო ქვეყანაში წასვლა გსურთ, შესაძლოა ამ დღეს ვიზა მოგცენ. მე-3 სახლი სატრანსპორტო საშუალებებსაც მოიცავს. შესაძლოა ახალი ავტომობილი შეიძინოთ ან გაყიდოთ. 21 იანვრიდან 25 იანვრამდე კარგი პერიოდია მანქანის გასაყიდად. თუმცა ფრთხილად იყავით, შესაძლოა მანქანის ქურდობაც მოხდეს.

 

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის მთვარის დაბნელება მე-2 სახლში მოხდება, რაც ფინანსებს გულისხმობს. დასრულდება თქვენი ფინანსური პრობლემები, რომლებიც 2 წელი გრძელდებოდა. შესაძლოა უეცრად ფული დაგჭირდეთ ან შეიცვალოთ სამსახური. მოსალოდნელია ახალი ბიზნეს იდეები, რომლებიც ძალიან წარმატებული გამოდგება. შეგიძლიათ თამამად წამოიწყოთ ონლაინ ბიზნესი. მარტივად გახდებით პოპულარულები. გაიზრდება თქვენი თავდაჯერება. ამ დაბნელებამ შესაძლოა დიდი თანხა მოგიტანოთ. მოსალოდნელია ძვირადღირებული შენაძენი ან საჩუქარი. შესაძლოა ავტომობილი ან სახლი გაჩუქონ. ამ დღეს გაკეთებული ინვესტიცია მოგებას მოგიტანთ. ასევე მოსალოდნელია წინსვლა კარიერაში. შესაძლოა დაგაწინაურონ ან დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ.

ლომი

21 იანვარს ლომი მთავარი ფიგურაა, რადგან მთვარის დაბნელება მის ნიშანში ხდება. ეს ბოლო დაბნელებაა თქვენს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება, არეულობები დასრულდება და დაიწყება სტაბილურობის პერიოდი.  შესაძლოა უეცრად სრულიად ახალ და განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდეს. თუკი დიდი ხანია განქორწინებას გეგმავთ, ამ დღეს საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს თქვენს ურთიერთობას. დასრულდება ყველაფერი, რისი დასრულებაც გსურთ. უამრავი თქვენგანი გამოიცვლის სასიყვარულო პარტნიორს, მოსალოდნელია ქორწინებაც და უეცარი განშორებაც. შესაძლოა სიყვარულის ახალი ობიექტი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. მოსალოდნელია ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალოს ბიზნეს პარტნიორებთან ან თქვენს მომხმარებლებთან.

 

ქალწული

ქალწულებისთვის მთვარის დაბნელება მე-12 სახლში მოხდება. ეს გათავისუფლების, საიდუმლოებების, საკუთარ თავში გარკვევის, ფსიქოლოგიური ცვლილებების სახლია. შეიძლება ამ დღეს თქვენი ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულდეს, დაიწყოს ახალი და სრულიად განსხვავებული. 21 იანვარს უამრავ საიდუმლოს აეხდება ფარდა. თუ რამეს მალავთ, აუცილებლად გამჟღავნდება ან თავად გაიგებთ ისეთ ამბავს, რაც შოკისმომგვრელი იქნება. გამოჩნდებიან თქვენი ფარული მტრებიც. მოსალოდნელია დაორსულება. უცხო ქვეყანაში გამგზავრების მსურველებს, რომლებიც ამისთვის დიდი ხანია ემზადებით და საბუთებს აგროვებთ, ეს დაბნელება აუცილებლად დაგეხმარებათ. კარგია თუ ამ დღეს გადაწყვეტთ სიგარეტისთვის ან ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისთვის თავის დანებებას, რადგან ეს გადაწყვეტილება სამუდამო იქნება.

 

სასწორი

სასწორებისთვის ეს მე-11 სახლში მოხდება, რაც სოციალურ თემებს, კონტაქტებს და ურთიერთობებს ეხება. მოსალოდნელია ქორწილში წასვლა და ახალი ადამიანების გაცნობა. შესაძლოა თქვენი მომავალი მეუღლე გაგაცნონ. ბევრი თქვენგანი ონლაინ ბიზნესს წამოიწყებს, ვებ-გვერდს გახსნის, YouTube-ის არხს შექმნის ან სოციალურ ქსელებში რეკლამების განთავსებას დაიწყებს. თუ თქვენ უკვე ამ საქმიანობით ხართ დაკავებული, მაშინ ეს დაბნელება კარგ შედეგებს მოგიტანთ. შესაძლებელია სპორტულ დარბაზში გაწევრიანება. ბევრად უფრო აქტიურ ცხოვრებას დაიწყებთ. მოსალოდნელია კამათი თქვენს მეგობართან ან შესაძლოა რომელიმე მეგობარი ჩამოიშოროთ. მსგავსი რამ სავარაუდოდ წვეულებაზე ან კონცერტზე მოხდება. თუკი დიდი ხანია ოცნებობთ რამეზე, ეს ოცნება სწორედ ახლა აგიხდებათ.

 

მორიელი

მორიელისთვის მთვარის დაბნელება მე-10 სახლში მოხდება. ეს კარიერის და სტატუსის სახლია. ეს დღე თქვენ შთამბეჭდავ წინსვლას მოგიტანთ. შესაძლოა დაწინაურება, ახალ თანამდებობაზე გადასვლა, წოდების მიღება და პოპულარულობა. ასევე მოსალოდნელია ქორწინება, განქორწინება, პენსიაზე გასვლა, ორსულობა და ბავშვის შეძენა. ისეთი რამ მოხდება, რაც თქვენს სოციალურ სტატუსს შეცვლის. მოსალოდნელია უფროსობის შეცვლა ან შესაძლოა გაიყიდოს ის კომპანია, სადაც მუშაობს. თქვენ კი ბევრად უკეთეს თანამდებობას შემოგთავაზებენ. სავსებით შესაძლებელია სხვა ქალაქში წახვიდეთ სამუშაოდ. ყურადღების ცენტრში მოექცევით. ნებისმიერი სახის სიტყვით გამოსვლა ან დისერტაციის დაცვა წარმატებით ჩაივლის. 21 იანვრიდან თქვენ აუცილებლად გადადგამთ დიდ ნაბიჯს, რომელიც კარიერაში მომდევნო საფეხურზე აგიყვანთ.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის მთვარის დაბნელება მე-9 სახლში მოხდება. ეს მოგზაურობას და სიახლეების შეცნობას მოიცავს. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მივლინება, უცხო ქვეყანაში სასწავლებლად წასვლა, დიპლომის ან ვიზის მიღება. შესაძლოა გქონდეთ გასაუბრება უცხოელ დამსაქმებლებთან. დიპლომების ლეგალიზება წარმატებით ჩაივლის.  სასამართლო პროცესებს კი აუცილებლად მოიგებთ. შესაძლოა შემოგთავაზონ მუშაობა გამომცემლობაში ან გთხოვონ წიგნის დაწერა. ეს დაბნელება თქვენთვის იღბლის და მნიშვნელოვანი წინსვლის მომტანი იქნება. მოსალოდნელია ნაცნობობა უცხოელებთან და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წასვლა. ზოგიერთი მშვილდოსანი კი ამ პერიოდში მეორედ იქორწინებს. შესაძლოა გაიგოთ, რომ მალე შვილიშვილი შეგეძინებათ. ზოგიერთმა მშვილდოსანმა კი შეიძლება აღმსარებლობა ან მენტალიტეტი შეიცვალოს.

 

თხის რქა

თხის რქებისთვის მთვარის დაბნელება მე-8 სახლზე გაივლის. ეს კრიზისული და მოულოდნელი სიტუაციების სახლია. გელით ძალიან უეცარი და შოკისმომგვრელი ინფორმაციები. მოულოდნელობები შესაძლოა ფინანსებს უკავშირდებოდეს. მაგალითად, თქვენმა მეუღლემ შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოს ან მისი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალოს, რაც თქვენზეც აისახება. მოსალოდნელია ძველი ვალების დაბრუნება, ასევე სასწავლო გრანტების მიღება. კომპენსაციებთან დაკავშირებული სასამართლო დავები თქვენთვის წარმატებით დასრულდება. მერვე სახლი ახლო ურთიერთობებსაც მოიცავს. შესაძლოა 21 იანვრიდან დაასრულოთ ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან და ეს ძალიან უეცრად მოხდეს. ან თუნდაც პირიქით, სრულიად მოულოდნელად ახალ სიყვარულს იპოვით. ზოგიერთმა თხის რქამ შესაძლოა ფსიქოლოგს მიმართოს. კარგი პერიოდია ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად. მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯები და ქირურგიული ოპერაციები. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ტრანსპორტით გადაადგილებისას.

 

მერწყული

21 იანვრის მთვარის დაბნელება მერწყულების შემთხვევაში მე-7 სახლში მოხდება, ეს კი ურთიერთობებს უკავშირდება. დასრულდება ყველანაირი გაუგებრობა სასიყვარულო ურთიერთობებში. წარმატებით ჩაივლის განქორწინების პროცესი. თავისუფალი მერწყულები კი მომავალ მეუღლეს გაიცნობენ. ის, ვისაც მთვარის დაბნელების დროს შეხვდებით, თქვენს ცხოვრებაში დიდი ხნით დარჩება. თუ თქვენ ბედნიერ სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ, მაშინ ეს დაბნელება ამ ურთიერთობას ახალ და უკეთეს ეტაპზე გადაიყვანს. მე-7 სახლი საქმიან ურთიერთობებსაც მოიცავს. შესაძლოა ჩამოიშოროთ ბიზნეს-პარტნიორი, წამოხვიდეთ სამსახურიდან და გახსნათ კერძო ბიზნესი. შეცვლით საქმიანი ურთიერთობების სტილს, შეიცვლება თქვენი სანაცნობო წრეც. მოსალოდნელია სიახლე მეგობრების მხრიდან. შეიძლება ახალი კონტრაქტი გააფორმოთ. სამსახურის თაობაზე გასაუბრება კი წარმატებით ჩაივლის.

 

თევზები

თევზებისთვის კი ეს მე-6 სახლში მოხდება, რაც სამსახურს და ჯანმრთელობას მოიცავს. ამ დაბნელების გავლენით შესაძლოა სამსახური გამოიცვალოთ ან საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ. თუ უკვე გაქვთ კერძო ბიზნესი, მაშინ ძველ თანამშრომლებს გაუშვებთ და ახლებს დაასაქმებთ. შეიძლება უფროსობა შეიცვალოს ან შემცირება დაიწყოს იმ კომპანიაში, სადაც თქვენ მუშაობთ. თქვენი ცხოვრების რეჟიმი შეიცვლება. გათავისუფლდებით წვრილმანი ვალდებულებებისგან. შესაძლოა შეცვალოთ ყოველდღიური განრიგი. თუ ორ სამსახურში მუშაობთ, მაშინ შეიძლება სწორედ ამ დღეს გადაწყვიტოთ, რომ ასე გაგრძელება თქვენთვის მიუღებელია. მოსალოდნელია კვების რაციონის შეცვლა. უარს იტყვით მავნე ჩვევებზე. 21 იანვარი იდეალური დღეა იმისათვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ ან დიეტა დაიწყოთ. აუცილებლად გამოიყენეთ ეს დაბნელება მსგავსი ცვლილებების განსახორციელებლად.

ავტორი: მარიამ გიგანი