ნუ დამახარჯინებთ დროს კომიკური გამონათქვამებისა და არასერიოზული პერსონების გამო - ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილზე

19:23 01-16-2019
103

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის კრიტიკას პასუხობს.

„ნუ დამახარჯინებთ დროს ისეთი კომიკური გამონათქვამებისა და ისეთი არასერიოზული პერსონების გამო, როგორიც არის მეთოფიშვილი, რომელიც ანგრევს სასამართლოს იმიჯს და კიდევ დიდხანს თუ ალაპარაკებენ მეც და ჩემს კოლეგებსაც ძალიან ცოტა დრო და ენერგია დაგვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რისთვისაც ვიბრძვით. არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს იმიჯს, როგორც ასეთი მოსამართლეების მსგავსი უპასუხისმგებლო კომიკური განცხადებები,“ - განაცხადა ბესელიამ. 

დღეს, სერგო მეთოფიშვილმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ეკა ბესელიასა და მისი აზრების გამზიარებელ სხვა პოლიტიკოსებს სასამართლოს დამორჩილება სურთ. საკუთარი განცხადებებით კი საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ებრძვიან, რაც დაუშვებელია.

ავტორი: