დიდ დიღომში, ავთანდილის #8-ში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი ქალი ნინო ციცვაძეა, ის დაოჯახებულია და ოჯახთან ერთად ლოტკინზე ცხოვრობს, თუმცა დიღომში, დასთან სტუმრად იმყოფებოდა.
ნინო ციცვაძის და ნათია ციცვაძეა, რომელიც ასევე ემსხვერპლა აფეთქებას, 4 წლის ვაჟთან ერთად. დები წარმოშობით სურამიდან არიან.
სახლში აფეთქებისას ნინო ციცვაძე, მისი და 3 დისშვილი და სიძე იმყოფებოდნენ. სამი ბავშვიდან ერთი - 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით იმედის კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ბავშვების მამა - ფრიდონ ფირალიშვილი მსუბუქი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული და დღეს დილას გაწერეს.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. აფეთების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრუწლოვანი და 8 ადამიანი დაშავდა.