4 დაღუპული, 8 დაშავებული - ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა (პრაიმტაიმის ექსკლუზიური კადრები)

LIVE UPDATE
1118

პრაიმტაიმის კორესპონდენტი იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც დიდ დიღომში, ავთანდილის #8-ში, მეექვსე სართულის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა.

ძლიერი აფეთქება დიდ დიღომში გუშინ, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ფოტოები და ვიდეო: თორნიკე ხურციძე